საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის – საქართველოს სოლიდარობის ფონდისთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - საქართველოს სოლიდარობის ფონდს (ს/კ 404474289 ) უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, გადასცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ შკოდა ოქტავია “, სახელმწიფო ნომრით - AA-421-CC.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი