საქართველოს მთავრობის
განკარგულება №178
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ სამინისტროს საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს №1 და №2 დანართების შესაბამისად.
პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი