„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2015-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016722
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №49

2015 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ და „ტ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების  მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია