საქართველოს მთავრობის
განკარგულება №184
2015 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში“ შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი