საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2023
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-29
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.001.985
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარ­ლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) 132-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან, აღ­კვე­თონ საბაჟო საზღვრის გადმოკვეთა სატრან­სპორტო საშუალებებით, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადარ­თულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ ღერძზე დატ­ვირ­თვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წო­ნა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრან­სპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირ­თამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 36 ტო­ნას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 50-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 ნოემბერი.

№2023-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია