„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2021
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-29
სარეგისტრაციო კოდი
310.090.000.05.001.001.983
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463) მე-16 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 36 ტონას. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და საერთო წონა – 36 ტონას, გატარებულნი იქნებიან მხოლოდ აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში ან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოსახლეობისა და გადამზიდველების ინფორმირება სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტვირთამწეობისა და ღერძზე დატვირთვის ზღვრული ნორმის დაწესებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 50-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 ნოემბერი.

№2021–IIს

კრებსითი — სრული ვერსია