გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №4 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016256
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №4 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №4 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ცვლილებების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010260010.35.148.016201) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი  მუხლის 1-ლი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას,  შესყიდვების განხორციელებას.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია