გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010260010.35.148.016217) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, მატერიალურ - ტექნიკური, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება განხორციელება“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საბუღალტრო საქმის წარმოება, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“
|