,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016286
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №82 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016251, 02/12/2014) და ამ დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი  11 მუხლი:

 

,,მუხლი 11

დამტკიცდეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი დანართი №2-ის შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე



დანართი №2 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი

 

 

 

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

ეძლევა -------------------------------------------------------------

სახელი, გვარი

 

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის

 

 

 

 

 

                  -----------------------------                                                   ----------------------------

                         ხელმოწერა                                                                                  თარიღი

 


კრებსითი — სრული ვერსია