საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №761
1996 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
მ. კაკაბაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მალხაზ კაკაბაძეს სპეციალური უფლებამოსილება, რათა მან საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს შეთანხმებას საქართველოსა და ქუვეითის მთავრობებს შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“.
ე. შევარდნაძე