|
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის №94 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს მთავარი პროკურატურის
ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში - მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონით დადგენილი წესით. 4. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები დეპარტამენტის მიზნებია საქართველოს პროკურატურის (შემდგომში - პროკურატურა) სისტემის მატერიალურ-ტექნიკური და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, საქართველოს პროკურატურის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა. მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) პროკურატურის სისტემაში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; გ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; დ) არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ე) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება; ვ) ლოჯისტიკური საქმიანობის მართვა; ზ) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი. 2. დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, თანამშრომლობს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან. დაპარტამენტი უზრუნველყოფს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მითითებების შესრულებას.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება №277 - ვებგვერდ, 26.01.2018 წ. მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მუშაკთა შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ე) მთავარი პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიული უნარების განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) აკონტროლებს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, ინსტრუქციებისა და მითითებების შესრულებას; თ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს და განცხადებებს; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; კ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ლ) მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილესთან შეთანხმებით, მთავარ პროკურორს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკთა შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, აგრეთვე მინისტრის, მთავარი პროკურორისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულებას; ვ) ახორციელებს ანალიტიკურ მუშაობას სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს და განცხადებებს; თ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. დეპარტამენტის მუშაკები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის მრჩევლები; ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი; გ) მთავარი ბუღალტერი. 2. დეპარტამენტის მუშაკს, კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 3. დეპარტამენტის მუშაკთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება №277 - ვებგვერდ, 26.01.2018 წ. |