შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018523
შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 150

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5  პუნქტის შესაბამისად:

1.  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში , ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად,  საძიებო და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების მიზნით , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ კახეთის სატყეო სამსახურის საგარეჯოს სატყეო უბნის საგარეჯოს  სატყეოს კვარტალ № 18-ის ლიტერ № 6 და № 8-ში, კვარტალ № 20-ის ლიტერ   № 3-ში და კვარტალ   № 21-ის ლიტერ № 1-ში,  18542 კვ.მ   მიწის  ფართობზე, სახელმწიფო  ტყის   ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა შპს „კანარგო ჯორჯიას“ განე საზღვროს  2016 წლის  1 დეკემბრამდე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიების სახით,  შპს „კანარგო ჯორჯიამ“ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ  კახეთის  სატყეო  სამსახურის  საგარეჯოს სატყეო უბნის  პატარძეულის  სატყეოს   № 14 კვარტალის № 2 ლიტერში,  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (18542 კვ.მ), 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება.

პრემიერ-მინისტრი                                                  ი. ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია