საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018546
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 141

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხის გამოყოფის შესახებ

   1. 2014 წლის სექტემბერში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , გამოყოს 3 223 014 (სამი მილიონ ორას ოცდასამი ათას თოთხმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის - 1 333 000 (ერთი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათასი) ლარი ;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი ;

გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის - 424 334 (ოთხას ოცდაოთხი ათას სამას ოცდათოთხმეტი) ლარი ;

დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის - 465 680 (ოთხას სამოცდახუთი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მიეცეთ უფლებამოსილება, უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლების, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესასრულებელი   აღდგენითი   სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.

პრემიერ -მინისტრი                                                          ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია