„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საჯარო დაწესებულება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატები, ეკონომიკური საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას), დაფინანსების წყაროს მიუხედავად;“.
|