„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2002
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-21
სარეგისტრაციო კოდი
280.070.110.05.001.001.978
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 28) 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-17 მუხლი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 22-ე მუხლი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე, 36-ე, 50-ე და მე-60 მუხლები ამავე კანონის პირველი მუხლის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-17 მუხლი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 22-ე მუხლი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლები, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 50-ე და     მე-60 მუხლები ამავე კანონის პირველი მუხლის „ი“–ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 45-ე მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 ოქტომბერი.

№2002–IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია