საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018571
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №106

2015 წლის 2 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ და სააგენტოს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს 300 ერთეულით.

       2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ–მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია