|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.
საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივითვი თმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 27-ე და 240-ე მუხლების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი 1-ის შესაბამისად;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი 2); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა (დანართი 4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი 5). ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების,აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №48 დადგენილება (www.matcne.gov.ge, 31/12/2012, 010250020.35.158.016112); |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.
|
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი.
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის (სამრთალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი და ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი. 4. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ. მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – საჯარო მოსამსახურე). ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ. მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №30- ვებგვერდი, 11.10.2019 წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა ღრიცხვა-ანგარიშგება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 3. სამართალსუბიექტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭების ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი. 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალები უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. 9. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 10. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 11. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 12. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ. მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა მუხლი 7. ვადების ათვლა |
დანართი №2
|
|
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები :
დამკვეთი :
|
დანართი №3
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
|
|
დანართი №4
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
|
|
დანართი №5
|
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა
|
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა
ა ქ ტ ი №___
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ___ ______ 20 წელი ზედამხედველობის სამსახური
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშებზე პასუხისმგებელი პირი ________________________________ ______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) სამსახურის უფროსი: __________________________________ _____________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ. |