„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/03/2012, 010220020.15.008.016027) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონკურსო კომისია შედგება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისაგან და დამოუკიდებელი სპეციალისტის/სპეციალისტებისაგან. კომისია იქმნება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით. საკონკურსო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის არანაკლებ 3 წევრისაგან”.
2. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით”.
|