„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-18
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016221
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 16 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებით (www.matcne.gov.ge, 31/12/2014, 190020020.35.158.016207) დამტკიცებულ  წესში შეტანილ   იქნეს  შემდეგი  ცვლილება:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2014-2015 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული  საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ  არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

კრებსითი — სრული ვერსია