|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1631 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.166.016155., 25.07.2014 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულებიდან ამოღებულ იქნეს:
ა) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი; ბ) მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 06.03.15 წ. |
|