დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2023-11-24
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.152.016210
დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის  „საპატიო მოქალაქის“ წოდება.
მუხლი 2
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1  შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  მოწმობის ფორმა  დართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი



 დანართი №1 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესით  განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.

2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე.

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და დუშეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.


მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრ- დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს;

გ) მუნიციპალიტეტის მერს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ე) საკრებულოს სიითი  შემადგენლობის 1/3-ს;

ვ) საინიციატივო ჯგუფს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან  პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ)  მუნიციპალიტეტის მერს;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა;

ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3 X4.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 27.11.2023 წ.


მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, საზეიმო ვითარებაში, სახალხო დღესასწაულზე „დუშეთობა“. განსაკუთრებულ შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეიტანება დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

6. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 27.11.2023 წ.


მუხლი 4. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის  საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ან დუშეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;

გ) ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება.

დ)  საკუთარი სურვილით.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.



   დანართი №2

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა

 

დუშეთის  მუნიციპალიტეტის / საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის,

----------------------------------------------------------------------------------------------

                                                (სახელი, გვარი)

 

დუშეთის  მუნიციპალიტეტის მერის -------  წლის ------------ №-----

ბრძანებით, მიენიჭა დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება

 

 

მერის  ხელმოწერა და ბეჭედი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 27.11.2023 წ.


კრებსითი — სრული ვერსია