„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებით ( www.matsne.gov.ge; 31/12/2014; 270070000.35.102.016099) დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 18-წლამდე ასაკის სამი შვილი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით მეტს“.
|