|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016133) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - სპეციალისტებისგან:
ა) სპეციალისტი განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ბ) სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში; გ) სპეციალისტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში.“ |
2.
დადგენილების მე-2 მუხლის მე-3, მე-5, მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების სპეციალისტებისაგან.
5. განყოფილების სპეციალისტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით, რომლის შესახებ ბრძანებას გამოსცემს სამსახურის უფროსი. 6. სამსახურის სპეციალისტების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ინსტრუქციებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
3.
დადგენილების მე-4, მე-5, მე-6 მუხლების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,მუხლი 4. სპეციალისტი განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
მუხლი 5. სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში. მუხლი 6. სპეციალისტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|