„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1865
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-15
სარეგისტრაციო კოდი
070.000.000.05.001.001.960
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საქმეებისა.“.

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში.“.

3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედებების დაწყება

სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტის) საფუძველზე. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯის გაუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას გადაწყვეტილების აღსრულებაზე.“.

4. 1131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1131. სააღსრულებო მოსაკრებელი

„სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე დაწესდეს მოსაკრებელი თანხის გადახდევინებაზე და მისი ოდენობა განისაზღვროს ამოღებული თანხის 7%-ით. მოვალისგან მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. მოთხოვნის არასრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსაკრებელი იანგარიშება ფაქტობრივად ამოღებული თანხიდან. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაუყოვნებლივ და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1865-რს

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია