|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18.02.2014, 010210040.10.003.017762) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები); ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘; ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება.‘‘. 2. მე-5 თავი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|