„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, 13.05.2010 წ., მუხლი 839) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.“.
|