„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ,54, 25/05/2004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.“.
|