ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-06-26
სარეგისტრაციო კოდი
010190040.35.144.016200
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
(ძალადაკარგულია - 26.06.2015; №21)

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №8

2015 წლის 30 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  და  საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 ადგენს:


მუხლი 1
ა)   ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილების ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“  (www.matsne.gov.ge 07/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.144.016170) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 1.

1.განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების  ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, შემდეგი კლასიფიკაციით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა - 100 ლარის ოდენობით;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა - 100 ლარის ოდენობით;

გ) ამომრჩევლებთან შეხვედრები - 250 ლარის ოდენობით, აქედან:

გ.ა) ამომრჩევლებთან შეხვედრები ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარის ოდენობით;

გ.ბ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრები - თითოეული გასვლისათვის 50 ლარის ოდენობით, ანაზღაურებადია   თვეში  არა უმეტეს სამი შეხვედრა;

დ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრები - 50 ლარის ოდენობით.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ)“ და „დ)“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები   ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია