|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 დეკემბრის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/12/2014, 010250020.35.165.016176 ). დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/11/2014, 010250020.35.165.016166). ა) დადგენილების დანართის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საშუალო განათლება.“; ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-6 და მე-7 მუხლი; გ) დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი: „მუხლი 8. სპეციალისტი სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Micrisoft Offise Word, Microsoft Offise Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|