შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში /www. matsne.gov.ge 06.12.2011. N010250020.35.123.016093/, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის („თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა – პატრონობის ზოგადი წესი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადამიანის ნეშტის ტრადიციული წესით დაკრძალვისათვის გამოყოფილი ტერიტორია შესაძლებელია განთავსდეს არანაკლებ, 300 (სამასი) მეტრის დაშორებით (მინიმალური სავალდებულო მანძილი) საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და დასასვენებელი ადგილებიდან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ ქუთაისის ფარგლებში მოქმედ სასაფლაოებზე. როდესაც სასაფლაოს გაფართოება ხდება მომიჯნედ მდებარე ტერიტორიების გამოყენებით, სასაფლაოს გაფართოება არ უნდა იწვევდეს სამასმეტრიანი ზღვარის დარღვევას.“
|