საქართველოს კანონი
„საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი „საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №9-10 (41–42/11), 15 მარტი, 1997, გვ. 53).
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1832–რს