|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 898 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განახორციელოს ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც აკრედიტებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად. 11. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, ამ მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად. 12. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დასაბუთებული განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. 13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 5 წლით. 14. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გათავისუფლდეს ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის დადგენილება №366 – ვებგვერდი, 27.07.2015წ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება არ საჭიროებს ავტორიზაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში და აკრედიტაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში ასახვას. 3. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის, კრედიტების რაოდენობისა და ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის შესახებ. ამ ინფორმაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ. 4. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დაამატოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|