შეტანილ იქნას ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №57 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016226. თარიღი 11/09/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,კ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი ,,კ1“ ქვეპუნქტი:
,,კ1) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში ან/და გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და სამსახურის ინიციირების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, კერძოდ მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასა და შესყიდვის ობიექტის მიღებას. სამსახურის უფროსი ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს გამგებელს“.
|