„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1831
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-19
სარეგისტრაციო კოდი
170.040.000.05.001.001.948
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1.  „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები

საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

 

 

ანდერძის დადასტურება

9 ლარი

2.

ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა

5 ლარი

3.

ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება

2 ლარი

4.

დოკუმენტის თარგმანის სისწორის დადასტურება

თითოეული გვერდისთვის 1 ლარი

5.

დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურება

თითოეული გვერდისთვის 0.2 ლარი

6.

იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში

3 ლარი

7.

ქონების მინდობის (დავალების) ხელშეკრულების დამოწმება განკარგვის უფლების გარეშე

5 ლარი

8.

იურიდიული პირის მიერ გაცემული რწმუნებულების დადასტურება

5 ლარი

9.

ფიზიკური პირის მიერ გაცემული რწმუნებულების დადასტურება

2 ლარი

10.

საზღვაო პროტესტის შესრულება

300 ლარი

11.

დოკუმენტის შენახვა (ანდერძის გარდა)

ყოველი თვისთვის 0.25 ლარი

12.

ანდერძის შენახვა

1.5 ლარი

13.

მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

14.

მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

15.

დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება

2 ლარი

16.

მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

17.

ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის

3 ლარი

18.

განცხადების პროექტის შედგენა

1 ლარი

19.

განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა

2 ლარი

20.

სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ ქონებაზე, რომლის შეფასებაც შეუძლებელია

5 ლარი

21.

აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებით გაცემული წინასწარი თანხმობის დადასტურება

9 ლარი

22.

სააღსრულებო ფურცლის გაცემა

100 ლარი

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1831-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია