|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლების შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ (ვებგვერდი, სსმ, 27/10/2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისი მოადგილე; საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.“. 2. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით: „2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს: ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც კომისიის თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისი მოადგილე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კომისიის თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გავრცელდეს 2015 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|