|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“
2015 წლის სახელმწიფო პროგრამა |
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის: ბ.ა) მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა; ბ.ბ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. გ) საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა;
დ) დაბა - ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის:
დ. ა ) სამედიცინო აღჭურვილობის , საოფისე ავეჯის , ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა; დ. ბ ) გათბობა - გაგრილების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა. ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებრებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის: ე.ა) სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა; ე.ბ) კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა; ე.გ) მაღალი გამავლობის მანქანების (4X4) შესყიდვა;
ე.დ) სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა; ვ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის: ვ.ა) კომუნალური ხარჯების დაფინანსება; ვ.ბ) შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა; ვ.გ) შენობის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა; ვ.დ) შენობის დაზიანებული გარე ფასადის მინების და საკეტების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა; ვ.ე) მოძრავი ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ვ.ვ) ფარდა-ჟალუზების შესყიდვა; ვ.ზ) საინფორმაციო ბანერის (განათებით) შესყიდვა; ვ.თ) შენობის ფასადზე წარწერის შესყიდვა; ვ.ი) ელექტროობისა და წყალგაყვანილობის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა; ვ.კ) შენობის სანიტარიული მომსახურების შესყიდვა. ზ) პროგრამის ადმინისტრირება; თ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის: თ.ა) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა; თ.ბ) ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა; თ.გ) სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა; თ.დ) საცავის ვენტილაციის სისტემის შესყიდვა. ი) საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ( ბორჯომის ( დაბა ბაკურიანი ), ყაზბეგის ( დაბა სტეფანწმინდა ), თიანეთის ( დაბა თიანეთი ), თეთრიწყაროსა ( ქ . თეთრიწყარო ) და წალკის ( ქ . წალკა )) მოქმედი შპს ,, ჯეო ჰოსპიტალსის “ საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების ( მოძრავი და უძრავი ) ქონების გამოსყიდვა; კ) დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (ვერტიკალური დაგეგმარების გარეშე); ლ) ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; მ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); ნ) დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); ო) ლიცენზირებული ცენტრალური ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების HMIS მოდულების cEMR პლატფორმით თანდათანობით ჩანაცვლებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა; პ) მობილური ამბულატორიის შესყიდვა; ჟ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის: ჟ.ა) საპროექტო სამუშაოების შესყიდვა; ჟ.ბ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; რ) ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათავო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობის დამატებული ღირებულების გადასახადი;
ს) შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა; ქ) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 11.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №224 – ვებგვერდი, 28.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №318 – ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 სექტემბრის დადგენილება № 453 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება № 537 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №566 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №585 - ვებგვერდი, 20.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №614 - ვებგვერდი, 15.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №649 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „გ“, „დ“, „ე.ა“, „ე.ბ“, „ე.დ“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.ე“, „ვ.ვ“, „ვ.ზ“, „ვ.თ“, „თ.დ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე.ე“, „ვ.დ“, „თ.ა“, „თ.ბ“, „თ.გ“, „ჟ.ბ“, „ს“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე.გ“, „ვ.ი“, „ვ.კ“, „კ“, „ლ“, „ო“ და „ჟ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრომ
უზრუნველყოს:
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-8 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“, მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისა“ და 22-ე პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ ანგარიშებზე მიმართვა;
ბ) თანხის
გადარიცხვის
პროცედურების
განსახორციელებლად , საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის
მე -2 მუხლის
პირველი
ნაწილის „ ზ “ ქვეპუნქტის , 65- ე , 66- ე
და 69- ე
მუხლების
შესაბამისად , „ თანხების
გადარიცხვის
შესახებ “ ადმინისტრაციული
ხელშეკრულებების
გაფორმება.
4. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის “ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით. 5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ და შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფომ“ უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად. 6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის “ კაპიტალის გაზრდა. 7. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკისა და დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 11.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №224 – ვებგვერდი, 28.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №318 – ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 სექტემბრის დადგენილება № 453 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება № 537 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №566 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №585 - ვებგვერდი, 20.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №614 - ვებგვერდი, 15.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №649 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 25 088.4 ათასი ლარით:
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 11.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №224 – ვებგვერდი, 28.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №318 – ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 სექტემბრის დადგენილება № 453 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 სექტემბრის დადგენილება № 480 - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება № 537 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №566 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №585 - ვებგვერდი, 20.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №614 - ვებგვერდი, 15.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №649 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. |