|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
|
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №2-ისა. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|