|
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016123) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 17.03.2015წ. |
|