საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018467
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 45

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2015 წლის განმავლობაში , ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს 8 ერთეულით.

2 .  განკარგულება ძალაშია 2015 წლის 2 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია