|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №29 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №29 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|