„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/01/2012. სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) უფლებამოსილია ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“
|