,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი 16/07/2014. სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.130.016104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“
|