საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №118
1997 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
მ. დავითაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო კათედრის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, კომპოზიტორი მერი (მარიამ) დავითაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე