„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლში შევიდეს ცვლილება და მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. სწავლების ცენტრი უფლებამოსილია, ცესკოს თანხმობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/თანადამფუძნებელი და დაამტკიცოს მისი წესდება. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.“
|