„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლში შევიდეს ცვლილებები და მუხლს დაემატოს ჯ2 და ჯ3 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჯ2) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების/თანადაფუძნებისა და წესდების შესახებ;
ჯ3) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, კანონით უფლებამოსილი პირისაგან გრანტის მიღების შესახებ და უფლებამოსილია გამოიყენოს იგი ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“
|