„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის N1-1/247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/17
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2015-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016358
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის N1-1/247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/17

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის №1-1/247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის №1-1/247 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: 12/09/2014, ს.კ.: 040030000.22.024.016340) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ნ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-19 მუხლის სათაური და პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 19.  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:“;

დ) დებულების 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015  წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია