|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილებაში (სსმ, 22, 07/09/2010;010260020.35.147.000613) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვარს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|