|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/12/2014 010250020.35.165.016170). დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/11/2014, 010250020.35.165.016166 ) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი. „მუხლი 8. წამყვანი სპეციალისტი: წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა. საშუალო პროფესიული განათლება; ბ. უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას; გ. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exsel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|