|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №26 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 04/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016121). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.01.2016წ.
|
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 350 ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით 200 ლარი; ბ) საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით 75 ლარი; გ) ყოველი თვის განმავლობაში ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი შეხვედრების საოქმო ჩანაწერებით 75 ლარი. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის დადგენილება №8- ვებგვერდი, 09.02.2016წ. |
| მუხლი 2 |
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
| მუხლი 3 |
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“- ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველითვის15 რიცხვში (თუ შესაბამისითვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია წინათვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე. |