„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების განხორცილების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-26
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.175.016058
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების განხორცილების შესახებ
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 22 იანვარი

ქ. მცხეთა

 

,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების განხორცილების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის  საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N30 დადგენილებაში(matsne.gov.ge   190040000.35.175.016030  29/10/2014 წ) კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის” მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების  შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების ,,მუხლი 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დამტკიცდეს ,, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის   სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით დაწესებული  ფულადი ჯილდოები“ დანართის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის  №30 დადგენილებით დამტკიცებული  ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შდეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ციფრი ,,1.“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ,,მსოფლიო პირველობა“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი

კრებსითი — სრული ვერსია